მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ამჟამად ქართულ ენაზე ხელმისაწვდომია 161 196 სტატია.

გეოგრაფია · ისტორია · მეცნიერება · რელიგია · საზოგადოება · სამართალი · სპორტი · ხელოვნება · საქართველო

მეგზური · ხშირი შეკითხვები · ქართული კლავიატურის დაყენება · ფორუმი · მოთხოვნილი სტატიები

HSutvald2.svg

რჩეული სტატია

Postcard-1910 Strauss Richard.jpg
რიხარდ შტრაუსიგერმანელი კომპოზიტორი, დირიჟორი, პიანისტი და მევიოლინე. განიხილება, როგორც გვიანი რომანტიზმის და ადრეული მოდერნიზმის ერთ-ერთი უმთავრესი წარმომადგენელი, რიხარდ ვაგნერისა და ფრანც ლისტის მემკვიდრე. გუსტავ მალერთან ერთად, არის ვაგნერის შემდგომი გერმანული რომანტიზმის გვიანი აღორძინების წარმომადგენელი, რომელთა მუსიკაშიც დახვეწილი გაორკესტრება მდიდარ ჰარმონიასთანაა შერწყმული. შტრაუსის საკომპოზიტორო საქმიანობა 1870 წელს დაიწყო, როცა მხოლოდ 6 წლისა იყო და მის გარდაცვალებამდე, თითქმის 80 წლის განმავლობაში გაგრძელდა. მისი შემოქმედება თითქმის ყველა ტიპის კლასიკურ ფორმას მოიცავს, თუმცა, უდიდეს აღიარებას სიმფონიური პოემებითა და ოპერებით მიაღწია. შტრაუსი, აგრეთვე, წარმატებული დირიჟორი იყო, როგორც დასავლეთ ევროპაში, ისე ამერიკის კონტინენტებზეც, სადაც მისი ნაწარმოებები საორკესტრო და საოპერო რეპერტუარის სტანდარტული ნაწილი იყო. თავის ნაწარმოებებთან ერთად, დიდი მოწონებით სარგებლობდა ვაგნერის, ლისტის და მოცარტის მისეული ინტერპრეტაციებიც. როგორც დირიჟორი, იგი ჰანს ფონ ბიულოვის შეგირდი იყო და სადირიჟორო კარიერაც 1883 წელს, მისი ასისტენტის რანგში, მაინინგენის კარის ორკესტრში დაიწყო. 1919–1924 წლებში იყო ვენის სახელმწიფო ოპერის მთავარი დირიჟორი, ხოლო 1920 წელს ზალცბურგის ფესტივალის თანადამფუძნებელი გახდა. ამ თანამდებობებთან შეთავსებით გამოდიოდა სხვადასხვა ორკესტრისა და საოპერო თეატრის მიწვეული დირიჟორის რანგში. 1933 წელს შტრაუსი ნაცისტური გერმანიის ორ უმნიშვნელოვანეს მუსიკალურ თანამდებობაზე დაინიშნა. პირველი იყო სახელმწიფო მუსიკალური ბიუროს ხელმძღვანელის, ხოლო მეორე – ბაიროითის ფესტივალის მთავარი დირიჟორის თანამდებობა. ამ უკანასკნელ თანამდებობაზე დანიშვნას მას შემდეგ დათანხმდა, რაც ნაცისტური პარტიის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად იგი არტურო ტოსკანინიმ დატოვა. ამ თანამდებობებზე მუშაობის გამო შტრაუსს ხშირად აკრიტიკებდნენ, თითქოსდა, ნაცისტებთან კოლაბორაციის გამო. თუმცა, შტრაუსის რძალი, ალის გრაბ შტრაუსი (დაბადებით ფონ ჰერმანსვერტი), ებრაელი იყო და შტრაუსის დათმობები ნაცისტურ პარტიასთან მისი და მისი შვილების (კომპოზიტორის შვილიშვილების) დასაცავად იყო გამიზნული. იგი აპოლიტიკური იყო და თანამდებობას მუსიკალურ ბიუროში კომპოზიტორების საავტორო უფლებების დასაცავად, ასევე, აკრძალული კომპოზიტორების (დებიუსის, მალერის, მენდელსონის და სხვათა) ნაწარმოებების გადასარჩენად იყენებდა. მეტიც, იგი დაჟინებით მოითხოვდა თავისი ოპერისთვის „მდუმარე ქალი“ (გერმ. Die schweigsame Frau) ებრაელი შტეფან ცვაიგის ლიბრეტოს გამოყენებას, რის გამოც, საბოლოოდ, ორივე ზემოთაღნიშნული თანამდებობა დაკარგა. მისი ოპერა „მშვიდობის დღე“, რომლის პრემიერაც II მსოფლიო ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე შედგა, ნაცისტური პარტიის არცთუ კარგად შენიღბულ კრიტიკას წარმოადგენდა, რომელიც გერმანელებს მოუწოდებდა, ძალადობის ნაცვლად მშვიდობა აერჩიათ. შტრაუსის საკმოდ დიდი გავლენის წყალობით, მისი რძალი ომის დროს შინაპატიმრობით გადარჩა, თუმცა, დიდი ძალისხმევის მიუხედავად, მან ვერ შეძლო საკონცენტრაციო ბანაკებში სიკვდილისაგან ყველა ნათესავი დაეხსნა. 1948 წელს, გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე, მიუნხენის დენაციფიკაციის ტრიბუნალმა იგი სრულიად უდანაშაულოდ გამოაცხადა.

HSSubpages.svg

დღის სტატია

ვასილი ნეტარის ტაძარი

ვასილი ნეტარის ტაძარი (რუს. Собор Василия Блаженного) — რუსული ხუროთმოძღვრების ძეგლი მოსკოვში, მრავალგუმბათოვანი ეკლესია. მდებარეობს წითელ მოედანზე. შვიდი გუმბათი სამყაროს შექმნის შვიდ დღეზე მიანიშნებს, ტრადიციულად რუსეთის ევროპასა და აზიაში უნიკალური მდებარეობის სიმბოლოდ მიიჩნევა.

საკათედრო ტაძარი ივანე მრისხანეს ბრძანებით ააგეს 1555-1561 წლებში ყაზანის სახანოზე გამარჯვების აღსანიშნავად ხუროთმოძღვრებმა ბარმამ და პოსტნიკმა. 1588 წელს ცარმა ფიოდორ ივანოვიჩმა აღმოსავლეთ ნაწილში კაპელა დაამატა ვასილი ნეტარის საფლავის თავზე, ეს უკანასკნელი შემდგომში რუსულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა და ტაძარიც მის სახელს ატარებს.

HSDagensdatum.svg

29 ივნისი — ამ დღეს...

St Basils Cathedral-500px.jpg
  • 1561 : ვასილი ნეტარის ტაძრის (სურათზე) მშენებლობა დასრულდა წითელ მოედანზე, მოსკოვში.
  • 1850 : კონსტანტინოპოლის ეკუმენიურმა პატრიარქატმა საბერძნეთის ეკლესიას ავტოკეფალია მიანიჭა.
  • 1895 : დუხობორები კოლექტიურად წვავენ საკუთარ იარაღს ცარისტული რუსეთის მთავრობის ჯარში გაწვევის პროტესტის ნიშნად.
  • 1916 : ბოინგის თვითმფრინავის პირველი საცდელი ფრენა განხორციელდა.
  • 1995 : ნასა-ს კოსმოსური შატლი „ატლანტისი“ პირველად შეუერთდა რუსეთის ორბიტულ სადგურს „მირი“.
  • 2007 : ეპლის iPhone გამოვიდა გასაყიდად.
  • 2010 : ყოფილი ოლიმპიური ჩემპიონი პალ შმიტი უნგრეთის პრეზიდენტად აირჩიეს.

  • HSVissteduatt.svg

    იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    პინგვინონის მოლეკულა

    HSBild.svg

    დღის სურათი

    ქრისტე მხსნელის ეკლესია, ტორონტო
    ქრისტე მხსნელის ეკლესია, ტორონტო